altmarius

cultură şi spiritualitate

სპენსერ ლოუელი, ილუსტრაცია: დანა ბერი

ვინ არის იქ?
01.03.19
ჯეიმი შრივი
სპენსერ ლოუელი, ილუსტრაცია: დანა ბერი

ახალ აღმოჩენებზე დაყრდნობით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სამყაროში მარტონი არ ვართ.

მოგითხრობთ, როგორ ვეძებთ სიცოცხლეს და როგორ ვცდილობთ კავშირის დამყარებას.

სარა სიგერის კაბინეტი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის 54-ე კორპუსის მე-17 სართულზეა და იმდენად ახლოსაა კოსმოსთან, რამდენადაც ეს კემბრიჯიდან არის შესაძლებელი. ფანჯრიდან ის ბოსტონის ცენტრს გაჰყურებს; ოთახიდან კი მისი „ხედი“ ირმის ნახტომსაც სცდება.

47 წლის სიგერი ასტროფიზიკოსია. მისი სპეციალიზაციაა ეგზოპლანეტები, ანუ სამყაროში არსებული ყველა პლანეტა, თქვენთვის ცნობილი, მზის გარშემო მოძრავი პლანეტების გარდა.

დაფაზე განტოლება მიუწერია, რომელიც თავად შეადგინა ასეთ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის ალბათობის შესაფასებლად.

1990-იან წლებში, მაშინ როცა სიგერმა მაგისტრატურაში ჩააბარა, არაფერი ვიცოდით ისეთი პლანეტების შესახებ, რომლებიც ვარსკვლავების გარშემო ბრუნვას რამდენიმე საათს ანდომებენ და არც ისეთებზე, რომლებსაც მილიონამდე წელი სჭირდებათ. არ ვიცოდით, რომ ზოგი პლანეტა ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს და არც ის, რომ არსებობენ მოხეტიალე პლანეტები, რომლებიც არცერთი ვარსკვლავის ორბიტაზე არ მოძრაობენ და უბრალოდ დაეხეტებიან კოსმოსში. რეალურად, დანამდვილებით ისიც კი არ ვიცოდით, საერთოდ თუ არსებობდნენ სხვა პლანეტები ჩვენი მზის სისტემის მიღმა და ბევრი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა განსაზღვრავს „პლანეტობას“, მცდარი აღმოჩნდა. პირველი ნაპოვნი ეგზოპლანეტა – 1995 წელს აღმოჩენილი 51 Pegasi b – თავისთავად, სრულ მოულოდნელობას წარმოადგენდა: ეს იყო გიგანტური პლანეტა, რომელიც საკუთარ ვარსკვლავს მიბჯენილი, მის გარშემო 4 დღეში ბრუნავდა.

„51 Pegasi b-ს აღმოჩენა იმის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რომ დიდი თავგადასავალი იწყებოდა“, – ამბობს სიგერი. „ასეთ პლანეტას

ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის კუთვნილი ძალიან დიდი ტელესკოპი (ატაკამის უდაბნო, ჩილე). მისი ლაზერები ხელოვნურ გზამკვლევ ვარსკვლავებს ქმნიან, რაც ატმოსფერული ტურბულენტობით გამოწვეული გამრუდებების შესწორებაში გვეხმარება. ამ ტელესკოპს გიგანტური ეგზოპლანეტების გამოსახულების დაფიქსირება პირდაპირ შეუძლია. ფოტო: გერჰარდ ჰიუდეპოლი, ESO

საერთოდ არ ველოდით“.

დღეს 4000 ეგზოპლანეტის არსებობა გვაქვს დადასტურებული. უმრავლესობა, 2009 წელს გაშვებულმა, კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა. კეპლერის მისია იყო, ენახა, ცის ერთ პატარა ნაგლეჯზე, 150 000 ვარსკვლავის გარშემო რამდენი პლანეტა შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა საბოლოო მიზანს წარმოადგენდა პასუხის პოვნა კითხვაზე: სიცოცხლის განვითარებისათვის ხელსაყრელი ადგილი ბევრია სამყაროში თუ იმდენად მწირია, რომ სხვა ცოცხალი სამყაროს არსებობის იმედიც არ უნდა გვქონდეს?

კეპლერის პასუხი არაორაზროვანი იყო. პლანეტების რიცხვი ვარსკვლავებს აჭარბებს და, სულ ცოტა, მათი მეოთხედი დედამიწის ზომის პლანეტაა, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავების ე.წ. სასიცოცხლო ზონაში ექცევიან, ანუ პირობები სიცოცხლის არსებობისათვის არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივია.

ეს ნიშნავს, რომ ირმის ნახტომის მინიმუმ 100 მილიარდ ვარსკვლავს შორის, სულ ცოტა, 25 მილიარდი ადგილია, სადაც შეიძლება სიცოცხლემ მოიკიდოს ფეხი ჩვენს გალაქტიკაში – ჩვენი გალაქტიკა კი ერთ-ერთია მრავალ ტრილიონს შორის.

აღარ ვსვამთ კითხვას, არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა. თითქმის უდავოა, რომ არის. საკითხავი ისაა, როგორ მივაგნოთ?

ასტროფიზიკოსი სარა სიგერი მოდელის მეშვეობით გვაცნობს Starshade-ს, რომელზეც NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში მუშაობენ. კოსმოსში გაშვებული 30 მეტრი დიამეტრის ეს ხელსაწყო ვარსკვლავის სინათლეს დაჩრდილავს. კოსმოსური ტელესკოპი კი Starshade-ის ფურცლებს შორის მოხვედრილი პლანეტის დაფიქსირებას შეძლებს.

NASA-ს კოსმოსურ ტელესკოპს გიგანტურ კრიოგენულ კამერაში ცდიან, სადაც კოსმოსის ყინულოვანი ტემპერატურის სიმულაცია ხდება. ეს, ჰაბლზე ბევრად მძლავრი, ტელესკოპი შეისწავლის ვარსკვლავების, გალაქტიკებისა და მზის სისტემების ფორმირებას, რომელთაც, შესაძლოა, სასიცოცხლო პირობები ჰქონდეთ.
სრული ვერსია წაიკითხეთ მიმდინარე ნომერში.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 

Vizualizări: 21

Adaugă un comentariu

Pentru a putea adăuga comentarii trebuie să fii membru al altmarius !

Alătură-te reţelei altmarius

STATISTICI

Free counters!
Din 15 iunie 2009

209 state 

(ultimul: Eswatini)

Numar de steaguri: 273

Record vizitatori:    8,782 (3.04.2011)

Record clickuri:

 16,676 (3.04.2011)

Steaguri lipsa: 33

1 stat are peste 700,000 clickuri (Romania)

1 stat are peste 100.000 clickuri (USA)

1 stat are peste 50,000 clickuri (Moldova)

2 state au peste 20,000  clickuri (Italia,  Germania)

4 state are peste 10.000 clickuri (Franta, UngariaSpania,, Marea Britanie,)

6 state au peste 5.000 clickuri (Olanda, Belgia,  Canada,  )

10 state au peste 1,000 clickuri (Polonia, Rusia,  Australia, IrlandaIsraelGreciaElvetia ,  Brazilia, Suedia, Austria)

50 state au peste 100 clickuri

20 state au un click

Website seo score
Powered by WebStatsDomain

DE URMĂRIT

1.EDITURA HOFFMAN

https://www.editurahoffman.ro/

2. EDITURA ISTROS

https://www.muzeulbrailei.ro/editura-istros/

3.EDITURA UNIVERSITATII CUZA - IASI

https://www.editura.uaic.ro/produse/editura/ultimele-aparitii/1

4.ANTICARIAT UNU

https://www.anticariat-unu.ro/wishlist

5. PRINTRE CARTI

http://www.printrecarti.ro/

6. ANTICARIAT ALBERT

http://anticariatalbert.com/

7. ANTICARIAT ODIN 

http://anticariat-odin.ro/

8. TARGUL CARTII

http://www.targulcartii.ro/

9. ANTICARIAT PLUS

http://www.anticariatplus.ro/

10. LIBRĂRIILE:NET

https://www.librariileonline.ro/carti/literatura--i1678?filtru=2-452

11. LIBRĂRIE: NET

https://www.librarie.net/cautare-rezultate.php?&page=2&t=opere+fundamentale&sort=top

12.CONTRAMUNDUM

https://contramundum.ro/cart/

13. ANTICARIATUL NOU

http://www.anticariatulnou.ro

14. ANTICARIAT NOU

https://anticariatnou.wordpress.com/

15.OKAZII

https://www.okazii.ro/cart?step=0&tr_buyerid=6092150

16. ANTIKVARIUM.RO

http://antikvarium.ro

17.ANTIKVARIUS.RO

https://www.antikvarius.ro/

18. ANTICARIAT URSU

https://anticariat-ursu.ro/index.php?route=common/home

19.EDITURA TEORA - UNIVERSITAS

http://www.teora.ro/cgi-bin/teora/romania/mbshop.cgi?database=09&action=view_product&productID=%20889&category=01

20. EDITURA SPANDUGINO

https://edituraspandugino.ro/

21. FILATELIE

 http://www.romaniastamps.com/

22 MAX

http://romanianstampnews.blogspot.com

23.LIBREX

https://www.librex.ro/search/editura+polirom/?q=editura+polirom

24. LIBMAG

https://www.libmag.ro/carti-la-preturi-sub-10-lei/filtre/edituri/polirom/

25. LIBRIS

https://www.libris.ro/account/myWishlist

26. MAGIA MUNTELUI

http://magiamuntelui.blogspot.com

27. RAZVAN CODRESCU
http://razvan-codrescu.blogspot.ro/

28.RADIO ARHIVE

https://www.facebook.com/RadioArhive/

29.IDEEA EUROPEANĂ

https://www.ideeaeuropeana.ro/colectie/opere-fundamentale/

30. SA NU UITAM

http://sanuuitam.blogspot.ro/

31. CERTITUDINEA

www.certitudinea.com

32. F.N.S.A

https://www.fnsa.ro/products/4546-dimitrie_cantemir_despre_numele_moldaviei.html

Anunturi

Licenţa Creative Commons Această retea este pusă la dispoziţie sub Licenţa Atribuire-Necomercial-FărăModificări 3.0 România Creativ

Note

Hoffman - Jurnalul cărților esențiale

1. Radu Sorescu -  Petre Tutea. Viata si opera

2. Zaharia Stancu  - Jocul cu moartea

3. Mihail Sebastian - Orasul cu salcimi

4. Ioan Slavici - Inchisorile mele

5. Gib Mihaescu -  Donna Alba

6. Liviu Rebreanu - Ion

7. Cella Serghi - Pinza de paianjen

8. Zaharia Stancu -  Descult

9. Henriette Yvonne Stahl - Intre zi si noapte

10.Mihail Sebastian - De doua mii de ani

11. George Calinescu Cartea nuntii

12. Cella Serghi Pe firul de paianjen…

Continuare

Creat de altmariusclassic Dec 23, 2020 at 11:45am. Actualizat ultima dată de altmariusclassic Ian 24, 2021.

© 2024   Created by altmarius.   Oferit de

Embleme  |  Raportare eroare  |  Termeni de utilizare a serviciilor