cultură şi spiritualitate
https://nationalgeographic.ge/mkvlevari-qali-romelic-xix-saukuneshi...
ჰარიეტ ჩალმერს ადამსმა ცხენით გადაჭრა სამხრეთი ამერიკა, გაიმეორე კოლუმბის მარშრუტი და გახდა პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელსაც ნება დართეს, საფრანგეთის არმიის რიგებში ფრონტის ხაზზე ემუშავა I მსოფლიო ომის დროს.
რუბრიკა: ელ. სტატიები
1880-იან წლებში, ბევრად ადრე, სანამ იგი თავისი ეპოქის უდიდესი ქალი მკვლევარი გახდებოდა, 8 წლის ჰარიეტ ჩალმერსმა მამასთან ერთად ცხენით იმოგზაურა სიერა-ნევადაში. რამდენიმე წლის შემდეგ, 11 წლის ასაკში, მან გააოცა სანტა-კრუსის ადგილობრივი რეპორტიორი, როდესაც 500 მეტრზე გაცურა შეუსვენებლად. იმავე წელს ჰარიეტმა შეწყვიტა სკოლაში სიარული, რათა მამასთან და კერძო მასწავლებლებთან ემეცადინა.
24 წლის ასაკში ჰარიეტმა იქორწინა ფრანკლინ პირს ადამსზე და რამდენიმე წლის შემდეგ ისინი უკვე ერთად გაემგზავრნენ სამხრეთ ამერიკაში. იქ მათ 65 000 კილომეტრი დაფარეს ცხენით, კანოეთი, ფეხით და მატარებლით.
ჰარიეტი და ფრანკლინი ცხენით გაემართნენ ანდებში – 7000-მეტრიან მწვერვალებს შორის. მათ გაიარეს საცალფეხო ბილიკები, ხოხვით გადავიდნენ ერთმორიან ხიდებზე და ისეთ ცივ ქარბუქში მოყვნენ, რომ ჰარიეტს ქუთუთოები მოეყინა. თავს მშვენივრად გრძნობდა „ვარდისფერი ბრჭყვიალების გარეშე“, – მოუთხრო ადამსმა ნიუ-იორკ-ტაიმსს. მას მხოლოდ კანის გამაგრილებელი საცხი და საყნოსი მარილი სჭირდებოდა, რაც ღონემიხდილ ჯორსაც ენერგიას სძენდა – ჰარიეტის აღმოჩენით. როდესაც ისინი თითქმის 3-წლიანი მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნდნენ, ჰარიეტმა ლექცია წაიკითხა National Geographic-ში და დაიწყო 30-წლიანი კარიერა მკვლევრის რანგში. მან ერთი მეტსახელიც დაიმსახურა: „ამერიკის ქალბატონი მარკო პოლო“.
https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-05-23-at-15.13.24-300x168.png 300w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 768w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 1536w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 2048w" sizes="(max-width: 1024px) 100vw, 1024px" />აღნიშნულმა მოგზაურობამ ვერაფრით დაუკმაყოფილა საოცრებათა აღმოჩენის წყურვილი. 1910 წელს ჰარიეტმა ცხენით იმოგზაურა ჰაიტიზე და კბილნაპრალასებრებით სავსე ბარგით დაბრუნდა ნიუ-იორკში. ეს გახლავთ იშვიათი შხამიანი მღრღნელი, რომელიც მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში გვხვდება. საბოლოოდ, ჰარიეტმა თავისი ეგზემპლარები გადასცა ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის (კოლუმბიის ოლქი) ზოოპარკებს.
https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-05-23-at-15.13.43-300x198.png 300w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 768w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 1536w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 2034w" sizes="(max-width: 1024px) 100vw, 1024px" />ჰარიეტმა ესპანეთის იმჟამინდელი და ყოფილი კოლონიების მონახულება დაისახა მიზნად. ამავე დროს მან გაიმეორა ქრისტეფორე კოლუმბის მარშრუტი – ევროპიდან ამერიკამდე. ჰარიეტმა აზიაშიც იმოგზაურა და I მსოფლიო ომის მსვლელობისას გახდა პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელსაც ნება დართეს, საფრანგეთის არმიის სანგრებში ჩასულიყო და ფოტოები გადაეღო. მან 3 თვე გაატარა ფრონტის ხაზებზე.
„არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ ვერ შეძლებს ქალი მოხვდეს იქ, სადაც კაცი მიდის – და კიდევ უფრო შორსაც წავიდეს“, – დაწერა ჰარიეტმა ერთ გაზეთში 1920 წელს. „თუ ქალს უყვარს მოგზაურობა, თუ აინტერესებს ყველაფერი უცხო და ამოუცნობი, მას ვერაფერი გააჩერებს სახლში…“ მისი შეხედულებები ყოველთვის არ ემთხვეოდა ფემინისტურ შეხედულებებს. როდესაც 10 წლით ადრე ჟურნალისტმა მას შეკითხვა დაუსვა სუფრაჟისტების მოძრაობაზე, ჰარიეტმა უპასუხა, ამაზე ფიქრისთვის დრო არ მაქვსო.
1930 წელს ნიუ-იორკ-ტაიმსში გამოქვეყნდა ჰარიეტის განცხადება სათაურით: „ქალი გეგმავს ექსპედიციას“, რომლის ფარგლებშიც იგი გეგმავდა გიბრალტარის, ესპანეთის, საფრანგეთის, ეგვიპტის, აბისინიის (დღევანდელი ეთიოპია), საფრანგეთისა და იტალიის სომალილენდის, ერაყის და ანგლო-ეგვიპტური სუდანის გემით შემოვლას. მისი უმთავრესი მიზანი იყო, დასწრებოდა ეთიოპიის ახალი იმპერატორის, ჰაილე სელასიეს, კორონაციას. ჰარიეტის ექსპედიცია წარმატებით დასრულდა და მან სელასიესთან იმდენად ახლო ურთიერთობა დაამყარა, რომ ახალი იმპერატორი, მოგვიანებით, ევროპაშიც მოინახულა.
https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-05-23-at-15.16.05-300x227.png 300w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 768w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 1536w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 1702w" sizes="(max-width: 1024px) 100vw, 1024px" />National Geographic-ში ჰარიეტმა დაწერა 21 სტატია, რომლებშიც დეტალურად აღწერდა თავის მოგზაურობებს. ამ ნაშრომებში იგი აკრიტიკებდა თავისი თვალით დანახულ უსამართლობას. „ევროპულმა ცივილიზაციამ ისეთი რა სარგებელი მოუტანა მათ, რაც მანამდე არ გააჩნდათ?“ – დაწერა მან პერუში მოგზაურობის შემდეგ. „რა ტანჯვა-წამება არ გადაიტანეს რელიგიის სახელით?“
ჰარიეტს გეოგრაფის პროფესიული განათლება არ ჰქონდა მიღებული და კოლეჯშიც არასოდეს უსწავლია, მაგრამ მისი ფერადი ფოტოსლაიდები და თავგადასავლებით გაჯერებელი მოგზაურობები მთელი მსოფლიოს კარს უხსნიდა. ჰარიეტს ისეთი ორგანიზაციებიც ეპატიჟებოდნენ, რომელთაც მანამდე ქალი არასოდეს მოუწვევიათ.
https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-05-23-at-15.16.21-300x213.png 300w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 768w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 1536w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 1696w" sizes="(max-width: 1024px) 100vw, 1024px" />მისი კარიერის განვითარების კვალდაკვალ ქალთა უფლებებიც უმჯობესდებოდა აშშ-ში. ქალებმა მოიპოვეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, რეკორდული რაოდენობით დაიწყეს კოლეჯში ჩაბარება და სულ უფრო აქტიურად ავსებდნენ სამუშაო ადგილებს იმ დროს, როდესაც მამაკაცები ომში მიდიოდნენ. ამასთან, ჰარიეტიც უფრო ენერგიულად ჩაერთო ფემინისტურ აქტივობებში და დაიწყო პროფესიულად დასაქმებულ ქალთა ლობირება; უფლებათა დაცვის მიმართულებით იგი მუშაობდა ასევე სამხრეთ ამერიკელ ქალებთან, რომელთაც, მისი აზრით, უკეთესი „სტარტი“ ჰქონდათ აშშ-ში მცხოვრებ ქალებთან შედარებით.
https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-05-23-at-15.16.39-286x300.png 286w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 768w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 1274w" sizes="(max-width: 976px) 100vw, 976px" />ჰარიეტი გახლდათ მესამე ამერიკელი ქალი, რომელიც საკუთარ რიგებში მიიწვია „სამეფო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ“ (ინგლისი). თუმცა, ნიუ-იორკში მდებარე „მკვლევართა კლუბი“ არავითარ ინტერესს არ იჩენდა ჰარიეტისა და სხვა ცნობილ ქალ მოგზაურთა მიმართ.
„მამაკაცებს ყოველთვის ისე ეშინოდათ, რომ ვინმე უბრალო ქალი არ ჩარეულიყო მათ წმინდათა წმინდა დისკუსიებში, ქალებს თავიანთი კლუბის შენობებშიც კი არ უშვებდნენ“, – აღნიშნა ერთხელ ჰარიეტმა, – და არც იმ განხილვებში მონაწილეობის ნებას რთავდნენ, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნებოდა“.
შემდეგ რამდენიმე ქალმა მკვლევარმა საკუთარი კლუბის დაარსება გადაწყვიტა. 1925 წელს დაფუძნდა „ქალ გეოგრაფთა საზოგადოება“, რომლის პრეზიდენტად ჰარიეტი აირჩიეს. მათ დაიწყეს ლექციების ჩატარება და თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ მომავალი თაობის მკვლევრებს. საბოლოოდ, აღნიშნულ საზოგადოებაში ჰარიეტმა გააერთიანა 39 ქვეყნის წარმომადგენლები და ორგანიზაციას უძღვებოდა 1933 წლამდე – სანამ საცხოვრებლად გადავიდოდა საფრანგეთში. 4 წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა 61 წლის ასაკში.
მისმა მეუღლემ ჰარიეტის ორი ყველაზე ძვირფასი ნივთი – თიხის ლარნაკი და მაგიდის გადასაფარებელი – გადასცა გილბერტ გროსვენორს – National Geographic-ის რედაქტორსა და დიდი ხნის მეგობარს. ჰარიეტის წიგნების კოლექცია კი აჩუქეს მისი მშობლიური ქალაქის, სტოკტონის (კალიფორნია) ბიბლიოთეკას. წიგნის ყუთები ერთ ტონაზე მეტს იწონიდა. 50 წლის შემდეგ ქალთა ჯგუფმა დააფუძნა „ჰარიეტ ჩალმერს ადამსის საზოგადოება“ მისი გამორჩეული ცხოვრებისთვის პატივის მისაგებად. აღნიშნული ბიბლიოთეკის წინ, მათივე დაჟინებული მოთხოვნით, დგას ჰარიეტ ადამსის ქანდაკება.
https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-05-23-at-15.16.57-300x167.png 300w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 768w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 1536w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2023/05/Screenshot-2023-0... 2048w" sizes="(max-width: 1024px) 100vw, 1024px" />
Numar de steaguri: 273
Record vizitatori: 8,782 (3.04.2011)
16,676 (3.04.2011)
Steaguri lipsa: 33
1 stat are peste 700,000 clickuri (Romania)
1 stat are peste 100.000 clickuri (USA)
1 stat are peste 50,000 clickuri (Moldova)
2 state au peste 20,000 clickuri (Italia, Germania)
4 state are peste 10.000 clickuri (Franta, Ungaria, Spania,, Marea Britanie,)
6 state au peste 5.000 clickuri (Olanda, Belgia, Canada, )
10 state au peste 1,000 clickuri (Polonia, Rusia, Australia, Irlanda, Israel, Grecia, Elvetia , Brazilia, Suedia, Austria)
50 state au peste 100 clickuri
20 state au un click
1.EDITURA HOFFMAN
https://www.editurahoffman.ro/
2. EDITURA ISTROS
https://www.muzeulbrailei.ro/editura-istros/
3.EDITURA UNIVERSITATII CUZA - IASI
https://www.editura.uaic.ro/produse/editura/ultimele-aparitii/1
4.ANTICARIAT UNU
https://www.anticariat-unu.ro/wishlist
5. PRINTRE CARTI
6. ANTICARIAT ALBERT
7. ANTICARIAT ODIN
8. TARGUL CARTII
9. ANTICARIAT PLUS
10. LIBRĂRIILE:NET
https://www.librariileonline.ro/carti/literatura--i1678?filtru=2-452
https://www.librarie.net/cautare-rezultate.php?&page=2&t=opere+fundamentale&sort=top
14. ANTICARIAT NOU
https://anticariatnou.wordpress.com/
15.OKAZII
https://www.okazii.ro/cart?step=0&tr_buyerid=6092150
16. ANTIKVARIUM.RO
17.ANTIKVARIUS.RO
18. ANTICARIAT URSU
https://anticariat-ursu.ro/index.php?route=common/home
19.EDITURA TEORA - UNIVERSITAS
20. EDITURA SPANDUGINO
21. FILATELIE
22 MAX
http://romanianstampnews.blogspot.com
23.LIBREX
https://www.librex.ro/search/editura+polirom/?q=editura+polirom
24. LIBMAG
https://www.libmag.ro/carti-la-preturi-sub-10-lei/filtre/edituri/polirom/
https://www.libris.ro/account/myWishlist
http://magiamuntelui.blogspot.com
27. RAZVAN CODRESCU
http://razvan-codrescu.blogspot.ro/
28.RADIO ARHIVE
https://www.facebook.com/RadioArhive/
29.IDEEA EUROPEANĂ
https://www.ideeaeuropeana.ro/colectie/opere-fundamentale/
30. SA NU UITAM
31. CERTITUDINEA
32. F.N.S.A
https://www.fnsa.ro/products/4546-dimitrie_cantemir_despre_numele_moldaviei.html
Această retea este pusă la dispoziţie sub Licenţa Atribuire-Necomercial-FărăModificări 3.0 România Creativ
1. Radu Sorescu - Petre Tutea. Viata si opera
2. Zaharia Stancu - Jocul cu moartea
3. Mihail Sebastian - Orasul cu salcimi
4. Ioan Slavici - Inchisorile mele
5. Gib Mihaescu - Donna Alba
6. Liviu Rebreanu - Ion
7. Cella Serghi - Pinza de paianjen
8. Zaharia Stancu - Descult
9. Henriette Yvonne Stahl - Intre zi si noapte
10.Mihail Sebastian - De doua mii de ani
11. George Calinescu Cartea nuntii
12. Cella Serghi Pe firul de paianjen…
Creat de altmariusclassic Dec 23, 2020 at 11:45am. Actualizat ultima dată de altmariusclassic Ian 24, 2021.
© 2024 Created by altmarius. Oferit de
Embleme | Raportare eroare | Termeni de utilizare a serviciilor
Pentru a putea adăuga comentarii trebuie să fii membru al altmarius !
Alătură-te reţelei altmarius