cultură şi spiritualitate
ახალ აღმოჩენებზე დაყრდნობით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სამყაროში მარტონი არ ვართ.
მოგითხრობთ, როგორ ვეძებთ სიცოცხლეს და როგორ ვცდილობთ კავშირის დამყარებას.
სარა სიგერის კაბინეტი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის 54-ე კორპუსის მე-17 სართულზეა და იმდენად ახლოსაა კოსმოსთან, რამდენადაც ეს კემბრიჯიდან არის შესაძლებელი. ფანჯრიდან ის ბოსტონის ცენტრს გაჰყურებს; ოთახიდან კი მისი „ხედი“ ირმის ნახტომსაც სცდება.
47 წლის სიგერი ასტროფიზიკოსია. მისი სპეციალიზაციაა ეგზოპლანეტები, ანუ სამყაროში არსებული ყველა პლანეტა, თქვენთვის ცნობილი, მზის გარშემო მოძრავი პლანეტების გარდა.
დაფაზე განტოლება მიუწერია, რომელიც თავად შეადგინა ასეთ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის ალბათობის შესაფასებლად.
1990-იან წლებში, მაშინ როცა სიგერმა მაგისტრატურაში ჩააბარა, არაფერი ვიცოდით ისეთი პლანეტების შესახებ, რომლებიც ვარსკვლავების გარშემო ბრუნვას რამდენიმე საათს ანდომებენ და არც ისეთებზე, რომლებსაც მილიონამდე წელი სჭირდებათ. არ ვიცოდით, რომ ზოგი პლანეტა ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს და არც ის, რომ არსებობენ მოხეტიალე პლანეტები, რომლებიც არცერთი ვარსკვლავის ორბიტაზე არ მოძრაობენ და უბრალოდ დაეხეტებიან კოსმოსში. რეალურად, დანამდვილებით ისიც კი არ ვიცოდით, საერთოდ თუ არსებობდნენ სხვა პლანეტები ჩვენი მზის სისტემის მიღმა და ბევრი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა განსაზღვრავს „პლანეტობას“, მცდარი აღმოჩნდა. პირველი ნაპოვნი ეგზოპლანეტა – 1995 წელს აღმოჩენილი 51 Pegasi b – თავისთავად, სრულ მოულოდნელობას წარმოადგენდა: ეს იყო გიგანტური პლანეტა, რომელიც საკუთარ ვარსკვლავს მიბჯენილი, მის გარშემო 4 დღეში ბრუნავდა.
„51 Pegasi b-ს აღმოჩენა იმის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რომ დიდი თავგადასავალი იწყებოდა“, – ამბობს სიგერი. „ასეთ პლანეტას
საერთოდ არ ველოდით“.
დღეს 4000 ეგზოპლანეტის არსებობა გვაქვს დადასტურებული. უმრავლესობა, 2009 წელს გაშვებულმა, კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა. კეპლერის მისია იყო, ენახა, ცის ერთ პატარა ნაგლეჯზე, 150 000 ვარსკვლავის გარშემო რამდენი პლანეტა შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა საბოლოო მიზანს წარმოადგენდა პასუხის პოვნა კითხვაზე: სიცოცხლის განვითარებისათვის ხელსაყრელი ადგილი ბევრია სამყაროში თუ იმდენად მწირია, რომ სხვა ცოცხალი სამყაროს არსებობის იმედიც არ უნდა გვქონდეს?
კეპლერის პასუხი არაორაზროვანი იყო. პლანეტების რიცხვი ვარსკვლავებს აჭარბებს და, სულ ცოტა, მათი მეოთხედი დედამიწის ზომის პლანეტაა, რომლებიც თავიანთი ვარსკვლავების ე.წ. სასიცოცხლო ზონაში ექცევიან, ანუ პირობები სიცოცხლის არსებობისათვის არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივია.
ეს ნიშნავს, რომ ირმის ნახტომის მინიმუმ 100 მილიარდ ვარსკვლავს შორის, სულ ცოტა, 25 მილიარდი ადგილია, სადაც შეიძლება სიცოცხლემ მოიკიდოს ფეხი ჩვენს გალაქტიკაში – ჩვენი გალაქტიკა კი ერთ-ერთია მრავალ ტრილიონს შორის.
აღარ ვსვამთ კითხვას, არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა. თითქმის უდავოა, რომ არის. საკითხავი ისაა, როგორ მივაგნოთ?
Numar de steaguri: 264
Record vizitatori: 8,782 (3.04.2011)
16,676 (3.04.2011)
Steaguri lipsa: 42
1 stat are peste 660,000 clickuri (Romania)
1 stat are peste 100.000 clickuri (USA)
1 stat are peste 40,000 clickuri (Moldova)
2 state au peste 20,000 clickuri (Italia, Germania)
1 stat are peste 10.000 clickuri (Franta)
6 state au peste 5.000 clickuri (Olanda, Belgia, Marea Britanie, Canada, Ungaria, Spania )
10 state au peste 1,000 clickuri (Polonia, Rusia, Australia, Irlanda, Israel, Grecia, Elvetia , Brazilia, Suedia, Austria)
50 state au peste 100 clickuri
24 state au un click
1. ANTICARIAT ALBERT
2. ANTICARIAT ODIN
3. TARGUL CARTII
5. MAGAZINUL DE CARTE
http://www.magazinul-de-carte.ro/
6 ANTICARIAT PLUS
7. DEPOZITUL DE CARTI
8. CARTEA DE CITIT
9. ANTICARIAT ON-LINE
http://www.carti-online.com/
10. ANTICARIATUL DE NOAPTE
http://www.anticariatuldenoapte.ro/
12. ANTICARIAT NOU
https://anticariatnou.wordpress.com/
13. ANTICARIAT ALEPH
https://www.anticariataleph.ro/
14. ANTIKVARIUM.RO
15.ANTIKVARIUS.RO
16. ANTICARIAT LOGOS
http://www.anticariat-logos.ro/
17. ANTICARIAT.NET
http://www.anticariat.net/informatii-contact.php
18. TIMBREE
19. FILATELIE
20 MAX
http://romanianstampnews.blogspot.com
22. LIBMAG
23. DAFFI'S BOOKS
24. MAGIA MUNTELUI
http://magiamuntelui.blogspot.com
25. RAZVAN CODRESCU
http://razvan-codrescu.blogspot.ro/
26.RADIO ARHIVE
https://www.facebook.com/RadioArhive/
27.EDITURA UNIVERSITATII CUZA - IASI
http://www.editura.uaic.ro/produse/colectii/documenta/1
28. EDITURA ISTROS
https://www.muzeulbrailei.ro/editura-istros/
29. EDITURA HOFFMAN
https://www.editurahoffman.ro/
30. SA NU UITAM
31. MIRON MANEGA
http://www.certitudinea.o
32. NATIONAL GEOGRAPHIC ROMANIA
Această retea este pusă la dispoziţie sub Licenţa Atribuire-Necomercial-FărăModificări 3.0 România Creativ
1. Radu Sorescu - Petre Tutea. Viata si opera
2. Zaharia Stancu - Jocul cu moartea
3. Mihail Sebastian - Orasul cu salcimi
4. Ioan Slavici - Inchisorile mele
5. Gib Mihaescu - Donna Alba
6. Liviu Rebreanu - Ion
7. Cella Serghi - Pinza de paianjen
8. Zaharia Stancu - Descult
9. Henriette Yvonne Stahl - Intre zi si noapte
10.Mihail Sebastian - De doua mii de ani
11. George Calinescu Cartea nuntii
12. Cella Serghi Pe firul de paianjen…
Creat de altmariusclassic Dec 23, 2020 at 11:45am. Actualizat ultima dată de altmariusclassic Ian 24.
© 2021 Created by altmarius.
Oferit de
Embleme | Raportare eroare | Termeni de utilizare a serviciilor
Pentru a putea adăuga comentarii trebuie să fii membru al altmarius !
Alătură-te reţelei altmarius