altmarius

cultură şi spiritualitate

ქაბულის საშუალო ფენა

01.04.18
სუნე ენგელ რასმუსენი
ენდრიუ ქუილტი

ავღანეთის დედაქალაქის გარეუბანში ოჯახები თანამედროვე, სტაბილურ ცხოვრებას ახერხებენ, ომისგან შორს – ჯერჯერობით მაინც.

პარასკევობით ქაბულის გარეუბან ხვაჯა რავაშში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის ბინადრები ფრანების გასაშვებად შენობათა სახურავებზე ადიან ხოლმე. მაგრამ ცოტა ხნის წინ ისინი სხვა, საზარელი სანახაობის მომსწრენი გახდნენ – თეთრი კვამლისა, რომელიც ცაში მას შემდეგ აიჭრა, რაც „თალიბანის“ მიერ ჩრდილოეთით მდებარე მთებიდან ნასროლი ჭურვები იქვე ახლოს მდებარე აეროპორტს დაეცა.

ხვაჯა რავაში 2017 წელს გაიხსნა, ყასაბად წოდებულ უბანში. აქ ბინა ავღანეთის საშუალო ფენის დაახლოებით 9000-მა წარმომადგენელმა დაიდო, რომლებიც 2001 წლიდან საგარეო დახმარებისა და სამხედრო ხელშეკრულებების ხელშეწყობით სარგებლობენ. მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი ამ კომპლექსმა უსაფრთხოებით მიიზიდა: საზღვარგარეთის ჯარების გასვლის შემდეგ ქაბულის ცენტრში თალიბან მეამბოხეთა მხრიდან საშიშროება მუდმივად იზრდება. ქალაქის ყველა დანარჩენ უბანში არსებული ღარიბული საცხოვრებლებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ შეშის მხრჩოლავი ღუმელები გვხვდება, ახალი ბინები უზრუნველყოფილია წყალგაყვანილობითა და ცენტრალური გათბობით. ყასაბას ქუჩებში ქალები თავისუფლად დადიან, სუფთა ჰაერზე ნაყინს მიირთმევენ და საუბრობენ, რაც ლიბერალიზმსა და უსაფრთხოებაზე მიანიშნებს.

აბდულ კაბირ ზიარქაში მისი ბინის კართან მეგებება. იგი 71 წლის ყოფილი კომუნისტია, რომელმაც ოთხი ათეული წელი მთავრობაში მეტეოროლოგად იმუშავა და შემდეგ პენსიაზე გავიდა.

ზიარქაშთან და მის ცოლთან, ფარვინთან ერთად აქ კიდევ ორი თაობა ცხოვრობს: უმცროსი შვილი, 34 წლის აიმალი, ასევე 34 წლის რძალი ხალიდა და მათი ორი ვაჟი. აიმალმა და ხალიდამ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს, სადაც ისინი ინფორმატიკას სწავლობდნენ. მისი თაობის წარმომადგენელი აქაური

10 წლის არშიდი მშობლების საძინებელ ოთახში წამოწოლილა და მამის ტელეფონით თამაშობს. ამ ბინაში, რომელიც წყალგაყვანილობითა და ცენტრალური გათბობითაა კეთილმოწყობილი, სამი თაობა ცხოვრობს.

მამაკაცების უმრავლესობისგან განსხვავებით, აიმალი ცოლს მუშაობის უფლებას აძლევს და ხალიდა გოგონების პროფესიული სკოლის მასწავლებელია. ოჯახში შემომტანიც სწორედ ის გახდა, მას შემდეგ, რაც აიმალის სამშენებლო საქმიანობას ამერიკული დაფინანსება შეუწყდა. ხალიდა საჭმელსაც ამზადებს, ალაგებს კიდეც, ჭურჭელსაც რეცხავს და შვილები სათამაშო მოედანზეც დაჰყავს. აიმალმა კი სამუშაოს ძებნაზე ხელი აიღო და დღის დიდი ნაწილის განმავლობაში ბიჭებთან ერთად ვიდეოთამაშებით ირთობს თავს.

ზიარქაში „დანჰილის“ ფირმის წვრილ სიგარეტს ეწევა და ტელევიზორში ინდურ კრიმინალურ კომედიას უყურებს. 1960-იან და 70-იან წლებს იხსენებს – ავღანეთისათვის შედარებითი სტაბილურობისა და დემოკრატიული რეფორმის ხანას. „აქაურობა პარიზს არაფრით ჩამოუვარდებოდა“, ამბობს ის. „ჩვენი ქვეყანა დაიქცა“, ამატებს ფარვინი, „მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, სახლის შიგნით მაინც იყოს სასიამოვნო განწყობა“.

ხვაჯა რავაში უკანასკნელი შენამატია ქალაქისა, რომლის არქიტექტურა მისი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ქაბული ქაოტური ძველი ქალაქის გარშემო მართკუთხა, გალავნით გარშემორტყმულ კვარტლებს შორის დაქსელილ მტვრიან ქუჩებად იშლება. გორაკები ბარაკებითაა შეფენილი, რომელთა მოსახლეობა 2001-დან 2015 წლამდე გასამმაგდა და 4,5 მილიონს გადააჭარბა. ქალაქის ცენტრი გადატვირთულია მკაცრად დაცული საელჩოებით, სამხედრო ბაზებითა და სამინისტროებით.

ათწლეულებზე გაწელილმა კონფლიქტმა და ომის წარმოების ცვალებადმა მეთოდებმა ქაბულს თავისი დაღი დაასვა, იქნება ეს NATO-ს ჯავშნიანი ავტომანქანების უხეში მოძრაობა ცენტრში, თუ მანქანები თვითმკვლელი თავდამსხმელებით. ქაბულის დიპლომატიური უბანი უსაფრთხო „მწვანე ზონაშია“ მოქცეული, რომლის ფართობი ორჯერ გაიზარდა, რათა ყველა საელჩო და NATO-სა და აშშ-ის სამხედრო შტაბ-ბინებიც მოეცვა. იქმნება ახალი „ლურჯი ზონაც“ სამანქანო მოძრაობის შეზღუდვებით, რომელიც ქალაქის

გოგონები ჩამოსასხმელ ნაყინს ყიდულობენ ფულით, რომელსაც პლასტმასის ბოთლების ჩაბარებით შოულობენ.

ცენტრის დანარჩენი ნაწილის უმეტეს ტერიტორიასა და აეროპორტს დაფარავს.

თალიბანსა და დასავლეთის მხარდაჭერის მქონე მთავრობას შორის ომის გამწვავებამ ყასაბაში არსებულ სიმშვიდეს საფრთხე შეიძლება შეუქმნას. ყასაბა „საკმაოდ დაუცველია“, ამბობს ჯოლიონ ლესლი – არქიტექტორი, რომელიც ავღანეთში 1989 წლიდან მუშაობს.

არშიდმა თავისი ადგილი უკვე დაიკავა – ოჯახში უხვი სუფრა იშლება. პარასკევობით და დღესასწაულებზე ავღანური ოჯახები ვახშამზე იკრიბებიან და ატრიას, ხორცის გუფთებს და ბამისა და ბადრიჯნის ჩაშუშულს შეექცევიან.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.

Vizualizări: 84

Adaugă un comentariu

Pentru a putea adăuga comentarii trebuie să fii membru al altmarius !

Alătură-te reţelei altmarius

STATISTICI

Free counters!
Din 15 iunie 2009

209 state 

(ultimul: Eswatini)

Numar de steaguri: 273

Record vizitatori:    8,782 (3.04.2011)

Record clickuri:

 16,676 (3.04.2011)

Steaguri lipsa: 33

1 stat are peste 700,000 clickuri (Romania)

1 stat are peste 100.000 clickuri (USA)

1 stat are peste 50,000 clickuri (Moldova)

2 state au peste 20,000  clickuri (Italia,  Germania)

4 state are peste 10.000 clickuri (Franta, UngariaSpania,, Marea Britanie,)

6 state au peste 5.000 clickuri (Olanda, Belgia,  Canada,  )

10 state au peste 1,000 clickuri (Polonia, Rusia,  Australia, IrlandaIsraelGreciaElvetia ,  Brazilia, Suedia, Austria)

50 state au peste 100 clickuri

20 state au un click

Website seo score
Powered by WebStatsDomain

DE URMĂRIT

1.EDITURA HOFFMAN

https://www.editurahoffman.ro/

2. EDITURA ISTROS

https://www.muzeulbrailei.ro/editura-istros/

3.EDITURA UNIVERSITATII CUZA - IASI

https://www.editura.uaic.ro/produse/editura/ultimele-aparitii/1

4.ANTICARIAT UNU

https://www.anticariat-unu.ro/wishlist

5. PRINTRE CARTI

http://www.printrecarti.ro/

6. ANTICARIAT ALBERT

http://anticariatalbert.com/

7. ANTICARIAT ODIN 

http://anticariat-odin.ro/

8. TARGUL CARTII

http://www.targulcartii.ro/

9. ANTICARIAT PLUS

http://www.anticariatplus.ro/

10. LIBRĂRIILE:NET

https://www.librariileonline.ro/carti/literatura--i1678?filtru=2-452

11. LIBRĂRIE: NET

https://www.librarie.net/cautare-rezultate.php?&page=2&t=opere+fundamentale&sort=top

12.CONTRAMUNDUM

https://contramundum.ro/cart/

13. ANTICARIATUL NOU

http://www.anticariatulnou.ro

14. ANTICARIAT NOU

https://anticariatnou.wordpress.com/

15.OKAZII

https://www.okazii.ro/cart?step=0&tr_buyerid=6092150

16. ANTIKVARIUM.RO

http://antikvarium.ro

17.ANTIKVARIUS.RO

https://www.antikvarius.ro/

18. ANTICARIAT URSU

https://anticariat-ursu.ro/index.php?route=common/home

19.EDITURA TEORA - UNIVERSITAS

http://www.teora.ro/cgi-bin/teora/romania/mbshop.cgi?database=09&action=view_product&productID=%20889&category=01

20. EDITURA SPANDUGINO

https://edituraspandugino.ro/

21. FILATELIE

 http://www.romaniastamps.com/

22 MAX

http://romanianstampnews.blogspot.com

23.LIBREX

https://www.librex.ro/search/editura+polirom/?q=editura+polirom

24. LIBMAG

https://www.libmag.ro/carti-la-preturi-sub-10-lei/filtre/edituri/polirom/

25. LIBRIS

https://www.libris.ro/account/myWishlist

26. MAGIA MUNTELUI

http://magiamuntelui.blogspot.com

27. RAZVAN CODRESCU
http://razvan-codrescu.blogspot.ro/

28.RADIO ARHIVE

https://www.facebook.com/RadioArhive/

29.IDEEA EUROPEANĂ

https://www.ideeaeuropeana.ro/colectie/opere-fundamentale/

30. SA NU UITAM

http://sanuuitam.blogspot.ro/

31. CERTITUDINEA

www.certitudinea.com

32. F.N.S.A

https://www.fnsa.ro/products/4546-dimitrie_cantemir_despre_numele_moldaviei.html

Anunturi

Licenţa Creative Commons Această retea este pusă la dispoziţie sub Licenţa Atribuire-Necomercial-FărăModificări 3.0 România Creativ

Note

Hoffman - Jurnalul cărților esențiale

1. Radu Sorescu -  Petre Tutea. Viata si opera

2. Zaharia Stancu  - Jocul cu moartea

3. Mihail Sebastian - Orasul cu salcimi

4. Ioan Slavici - Inchisorile mele

5. Gib Mihaescu -  Donna Alba

6. Liviu Rebreanu - Ion

7. Cella Serghi - Pinza de paianjen

8. Zaharia Stancu -  Descult

9. Henriette Yvonne Stahl - Intre zi si noapte

10.Mihail Sebastian - De doua mii de ani

11. George Calinescu Cartea nuntii

12. Cella Serghi Pe firul de paianjen…

Continuare

Creat de altmariusclassic Dec 23, 2020 at 11:45am. Actualizat ultima dată de altmariusclassic Ian 24, 2021.

© 2024   Created by altmarius.   Oferit de

Embleme  |  Raportare eroare  |  Termeni de utilizare a serviciilor