altmarius

cultură şi spiritualitate

ტყე, რომელიც ისტორიას გვინახავს

https://nationalgeographic.ge/tye-romelic-istorias-gvinakhavs/

ფეხით სეირნობისას ტყეში დაკარგვას წინ არაფერი უდგას. ყველაზე ხშირად ეს ალბათ მაშინ ხდება, როდესაც ტყეს კარგად არ იცნობ და მასში გზას პირველად იკვალავ, ან როდესაც ტყე იმდენად გადაეჩვია ფეხით მოსიარულე ადამიანს, რომ ერთადერთი, რაც აქ ჩვენ ყოფნაზე მიანიშნებს, მანქანის საბურავების კვალია. 

 „ამ ტყეს წლების მანძილზე იყენებენ შეშის მოპოვების მიზნით“, – მეუბნება ჩემი მასპინძელი და თანამგზავრი კახაბერ სუხიტაშვილი, რომელიც კახეთში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის ადგილობრივი კოორდინატორია. კახა მიმითითებს მანქანის მიერ გაჭრილ გზაზე, რომელმაც კვალი ჩვენც აგვირია და მიგვიყვანა ჩიხამდე, რომელშიც მხოლოდ მოჭრილი ხეების ტოტები და აქა-იქ დაყრილი პოლიეთილენის ბოთლები დაგვხვდა.

 მალე ამ ტყეში, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე კისისხევის მდინარის აუზის შუა ნაწილშია მოქცეული და ცივ-გომბორის ქედის ჩრდილოეთ კალთებს მოიცავს, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა და სპეციალური ნიშნებისა და მარტივი ინფრასტრუქტურის წყალობით დაკარგვაც აღარ იქნება მარტივი.

https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/DSCF0861-300x169.jpg 300w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/DSCF0861-768x432.jpg 768w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/DSCF0861-1536x864... 1536w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/DSCF0861.jpg 1920w" sizes="(max-width: 370px) 100vw, 370px" /> ტყეში მოწყობილი საპიკნიკე სივრცეები მაგიდა-სკამებითა და კუსტარული ნაგვის ურნებით შემოიფარგლება. ბილიკების მარკირების შემდეგ აქ ინფრასტრუქტურაც უნდა დაიხვეწოს.

კისისხევის რეკრეაციულ ზონად გადაქცევის იდეა 2019 წელს „ინიციატივა მდგრადი განვითარების“ რეგიონული ცენტრის პროგრამა „ნატურისტორიუმის“ ფარგლებში გაჩნდა. ამ ეტაპზე CENN-ი, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით, ტურიზმის ასოციაციასთან, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად პროექტის დახვეწაზე მუშაობს. საფეხმავლო ბილიკების გახსნა CENN-ის მიმდინარე პროექტის „ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში მიმდინარეობს და მისი მთავარი იდეაა, საქართველოში ტყეს ალტერნატიული განვითარების საშუალებები გაუჩნდეს, მოსახლეობამ კი სარგებელი მის არამერქნულ რესურსებში ეძებოს.

 მდინარე კისისხევის ხეობა ისტორიულ წყაროებში ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეშია ნახსენები. ამავე სახელით ცნობილი სოფელი აქ მცხოვრებთათვის ერთგვარი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცენტრი ყოფილა, VIII საუკუნემდე კი, კახეთ-ჰერეთის სამთავროს წარმოქმნამდე, ეს მხარე ერთ-ერთი აქტიური იყო სამეურნეო და კულტურული თვალსაზრისით. ეს პერიოდი წინაქრისტიანულ და ადრექრისტიანულ ხანებს მოიცავს. ხეობა ამ უნიკალურ ისტორიას დღემდე ინახავს. სოფელ კისისხევში აღმოჩენილია ადრე შუა საუკუნეების სამარხები. წყალშემკრები აუზი, კისისხევის გარდა, კიდევ რამდენიმე სოფელს მოიცავს. მათ შორისაა: წინანდალი, შალაური, კონდოლი და ქვემო ხოდაშენი.

პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს თელავში ღვინოსთან და მასთან მომიჯნავე სფეროებთან თანამშრომლობას. ეს ქალაქი ტურიზმის კუთხით ერთი შეხედვით საკმაოდ თვითმყოფადია, თუმცა მხოლოდ ერთ სფეროზე – ღვინის ტურიზმზეა ორიენტირებული.

 ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებული წინანდლის ტყიდან იწყება დღევანდელი ჩვენი გასეირნება. მუხიანის სახელით ცნობილი ტყე ალექსანდრე ჭავჭავაძემ თავად გააშენა. 15-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი მთავრდება ქვემო ხოდაშენში და ამ მარშრუტის ფეხით გავლას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.

 წინანდლის მუხიანის ტყეების სიღრმეში პირველი საპიკნიკე ადგილი გვხვდება – საქეიფოდ მოწყობილი გადახურული ხის მაგიდა-სკამები. გზაზე პერიოდულად საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ვხედავთ. კახა სუხიტაშვილი, რომელიც უკვე 15 წელია კახეთში სატყეო მიმართულებით მუშაობს, ამ ადგილიდან გადაშლილ ხედზე მიმანიშნებს. აქედან კარგად მოჩანს მეორე მარშრუტში შემავალი კულტურული ძეგლები, რომელთა შორისაა ხეობის თავზე აწოწილ კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები. აქ საუკუნეების წინ ხალხი ცხოვრობდა, შიგნითვე ჰქონდათ ეკლესია; აღმოჩენილია ასევე წყლის სისტემისა და სხვა საყოფაცხოვრებოდ საჭირო ინფრასტრუქტურის ნაკვალევი.

 თუმცა, სანამ მეორე მარშრუტის გაცნობას დავიწყებთ, წინანდლის მუხიანის ტყეებიდან უფრო მაღლა ვინაცვლებთ. მუხას ნელ-ნელა წიფელი ცვლის და მის რიგებში XI-XII საუკუნეში აშენებული წმინდა გიორგის სახელობის საფარისის ეკლესია ჩნდება. ამ არქიტექტურულ ძეგლს და მის სამრეკლოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. სოფელ წინანდლის სამხრეთით ის ხშირ ტყეში ისეა გადამალული, რომ თუ მისი არსებობის შესახებ წინასწარ არ იცი, გაგიჭირდება პოვნა. სხვადასხვა ზომის რიყის ქვით აშენებული ეკლესიის გვერდით სამრეკლო დგას. შთამბეჭდავია მათი მცენარეების საფარველქვეშ ყურება, თუმცა შიგნით შესვლისთანავე ეს ემოციები მინელდება, როდესაც კედლებზე ძველი მოხატულობის მაგივრად თანამედროვე ადამიანების მიერ გაკეთებულ წარწერებს ვხედავ. ზოგმა სახელი დატოვა, ზოგმა თარიღი ამოკაწრა, როდესაც აქ იყო.

https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/DSCF0855-300x169.jpg 300w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/DSCF0855-768x432.jpg 768w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/DSCF0855-1536x864... 1536w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/DSCF0855.jpg 1920w" sizes="(max-width: 1024px) 100vw, 1024px" />
კისისხევის ტყეებში ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული მუხიანი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემორჩენილი ნაწილია, თუმცა შეშის მასობრივი ჭრა ტყეზე მაინც აისახა.

კისისხევის ორივე მარშრუტისთვის საფეხმავლო ბილიკების გეგმარება შპს „ნაკვალევმა“ გააკეთა. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, რომან ლემონჯავას ვკითხე, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ ხეობის სარეკრეაციო ზონად გადაქცევა: „ამ ტყეს მოვლა სჭირდება. მუხიანის ტყის გარდა, ფაქტობრივად, უდიდესი ნაწილი გაჩეხილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ დაინახოს ამ ტყის ალტერნატიული სარგებელი“.

რამდენად ეკომეგობრულია ბილიკები, რამდენადაა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე ორიენტირებული და ტურისტებისთვის მიმზიდველი? ილია ოქრომელიძე, ეკოტურიზმის ასოციაციის დირექტორი, ამბობს, რომ მსგავსი ბილიკები რამდენიმე ფუნდამენტურ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. 



1920 წელს საფარისას ეკლესიასთან წითელი თიხისგან დამზადებული დიდი ბრტყელი კრამიტის ოთხი ნატეხი იპოვეს, რომელზეც რელიეფური ჯვარი იყო გამოსახული. მასალა ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ერთი მხრივ, აქ უნდა შენარჩუნდეს ბუნებრივი და კულტურული, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობა და, მეორე მხრივ, ამ ბილიკების დაფარვით დამსვენებელმა უნდა მიიღოს ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენად ღირებულია ეს ადგილი ბუნებრივი და კულტურული თვალსაზრისით.

პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს თელავში ღვინოსთან და მასთან მომიჯნავე სფეროებთან თანამშრომლობას. ეს ქალაქი ტურიზმის კუთხით ერთი შეხედვით საკმაოდ თვითმყოფადია, თუმცა მხოლოდ ერთ სფეროზე – ღვინის ტურიზმზეა ორიენტირებული. აქაა თავმოყრილი ღვინის ქარხნები, ქსელური სასტუმროები: „ტურისტს უნდა ჰქონდეს მეტი თავგადასავლის მოლოდინი და უზრუნველყოფილი იყოს კომფორტით, რათა ერთ ადგილზე დიდხანს დარჩეს“, – ამბობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული პროდუქტის და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს უფროსი თამარ მაისურაძე.

ამიტომ, პროექტის მიზანია, რომ სასტუმროებმა შესთავაზონ თავიანთ სტუმრებს ორივე მარშრუტი და ასევე, შეძლონ საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი გიდების გადამზადებაც. 

https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/DSCF0777-300x169.jpg 300w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/DSCF0777-768x432.jpg 768w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/DSCF0777-1536x864... 1536w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/DSCF0777.jpg 1920w" sizes="(max-width: 1024px) 100vw, 1024px" />
ისტორიული წყაროების მიხედვით სოფელი კისისხევი და მთელი ხეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახეთის თავდაცვით სისტემაში.

ბილიკების მოწყობა და მარკირება რამდენიმე მარტივ ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მოიცავს: უნდა გასწორდეს რელიეფი, მოეწყოს სერპანტინები; შეიძლება საჭირო გახდეს მოაჯირების და მცირე გადასასვლელი ხიდების გაკეთებაც. დაიდგმება ნიშნები, საპირფარეშოები და ნაგვის ურნები. „საქართველოში ლაშქრობა მაინცდამაინც დაღლასთან და სირთულეების გადალახვასთან ასოცირდება, ეს მარშრუტი კი უმარტივესი სასეირნო ბილიკი იქნება“, – ამბობს ზვიად კელენჯერიძე, რომელიც საფეხმავლო ბილიკების გეგმარების სპეციალისტია და ტყეში ბილიკების მოწყობაზე CENN-ს რეკომენდაციებს აძლევს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ადმინისტრაცია პროექტის ინფრასტრუქტურის გარკვეული კომპონენტის მოწყობისთვის დაფინანსების გამოყოფასაც განიხილავს. „ცალსახად ვერ გეტყვით, ჯერ მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ და ბევრი რამის დაზუსტებაა საჭირო, თუმცა განვიხილავთ, რომ ინფრასტრუქტურის გარკვეული კომპონენტის მოწყობისთვის თანხა გამოვყოთ“, – ამბობს თამარ მაისურაძე.

ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად უზრუნველყოფს ეკოტურიზმის მომსახურებას და მისგან იღებს სარგებელს – ეს საქართველოს ეკოტურიზმის 2020-2030 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია. აქვე წერია, რომ ეკოტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნებისა და მდიდარი ცოცხალი კულტურის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნებას.

სტრატეგიის ეს ორი მიზანი კარგად ერგება კისისხევის ხეობის ტყის განვითარების მიზნებს, თუმცა მნიშვნელოვანია, ამ პროცესიდან თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღოს სარგებელი და აქ მცხოვრებმა ადამიანებმა დაინახონ ალტერნატივა, როგორ შეიძლება ტყით სარგებლობა გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებით.

https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/Screen-Shot-2022-05-31-at-1.16.00-PM-174x300.png 174w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/Screen-Shot-2022-... 758w" sizes="(max-width: 223px) 100vw, 223px" />
CENN-ის საინფორმაციო რესურსები საშუალებას მოგცემთ  გახადოთ თქვენი მარშრუტი შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სახალისო და პროდუქტიული. გზამკვლევში საქართველოს მცენარეების შესახებ წარმოდგენილია საქართველოს ფლორის 812 სახეობა, ხოლო გზამკვლევში სოკოების შესახებ – საქართველოში გავრცელებული 150 სახეობის მაკრომიცეტი – სოკოები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შეიმჩნევა. გზამკვლევების მიზანია, საქართველოს ბიომრავალფეროვნებით დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმაროს საველე პირობებში ამოიცნონ სახეობები.
https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/Screen-Shot-2022-05-31-at-1.15.47-PM-165x300.png 165w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/05/Screen-Shot-2022-... 720w" sizes="(max-width: 212px) 100vw, 212px" />

ნათია იორდანიშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ფიქრობს, რომ მსგავსი აქტივობები ყველაზე კარგად ცვლის ადამიანების დამოკიდებულებას გარემოსადმი და მაგალითად მოჰყავს  ბორჯომის ხეობის დაბაძველის ტბა: „ბილიკების მარკირების შემდეგ აქ ბრაკონიერებმა შეიცვალეს საქმიანობა და ახლა ცხენით გამყოლები არიან. ვფიქრობ, კისისხევს დიდი პოტენციალი აქვს, ტყეს, როგორც განსხვავებულ რესურსს დაუკავშიროს თავისი ყოველდღიურობა. აქ მარშრუტების გახსნის შემდეგ უნდა გაჩნდეს მომსახურების დამატებითი სფეროები, ღამის გასათევები, მოხდეს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია“.

მეორე მარშრუტზე ბილიკი სოფელ შალაურიდან იწყება და კისისხევამდე მიდის. ეს მარშრუტი მთლიანობაში 13 კმ-ს მოიცავს და ფეხით მის შემოვლას დაახლოებით 6 საათი სჭირდება. უკვე ნახსენები კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულების გარდა, აქ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია წმინდანების – კოზმასა და დამიანეს მონასტრის ეკლესია, იგივე კონდამიანის ეკლესია, რომელიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიის ეზოს ირგვლივ რიყის ქვით აგებული დაბალი გალავნის ნაშთებია შემორჩენილი: „აი, აქ მოხატულობა ჯერ კიდევაა. აქ კი ადამიანის ძვლები ჩანს“, – მეუბნება კახა სუხიტაშვილი და ეკლესიის უკანა ეზოში გავყავარ, სადაც ძველ ჭას მათვალიერებინებს. 

Vizualizări: 14

Adaugă un comentariu

Pentru a putea adăuga comentarii trebuie să fii membru al altmarius !

Alătură-te reţelei altmarius

STATISTICI

Free counters!
Din 15 iunie 2009

209 state 

(ultimul: Eswatini)

Numar de steaguri: 273

Record vizitatori:    8,782 (3.04.2011)

Record clickuri:

 16,676 (3.04.2011)

Steaguri lipsa: 33

1 stat are peste 700,000 clickuri (Romania)

1 stat are peste 100.000 clickuri (USA)

1 stat are peste 50,000 clickuri (Moldova)

2 state au peste 20,000  clickuri (Italia,  Germania)

4 state are peste 10.000 clickuri (Franta, UngariaSpania,, Marea Britanie,)

6 state au peste 5.000 clickuri (Olanda, Belgia,  Canada,  )

10 state au peste 1,000 clickuri (Polonia, Rusia,  Australia, IrlandaIsraelGreciaElvetia ,  Brazilia, Suedia, Austria)

50 state au peste 100 clickuri

20 state au un click

Website seo score
Powered by WebStatsDomain

DE URMĂRIT

1.EDITURA HOFFMAN

https://www.editurahoffman.ro/

2. EDITURA ISTROS

https://www.muzeulbrailei.ro/editura-istros/

3.EDITURA UNIVERSITATII CUZA - IASI

https://www.editura.uaic.ro/produse/editura/ultimele-aparitii/1

4.ANTICARIAT UNU

https://www.anticariat-unu.ro/wishlist

5. PRINTRE CARTI

http://www.printrecarti.ro/

6. ANTICARIAT ALBERT

http://anticariatalbert.com/

7. ANTICARIAT ODIN 

http://anticariat-odin.ro/

8. TARGUL CARTII

http://www.targulcartii.ro/

9. ANTICARIAT PLUS

http://www.anticariatplus.ro/

10. LIBRĂRIILE:NET

https://www.librariileonline.ro/carti/literatura--i1678?filtru=2-452

11. LIBRĂRIE: NET

https://www.librarie.net/cautare-rezultate.php?&page=2&t=opere+fundamentale&sort=top

12.CONTRAMUNDUM

https://contramundum.ro/cart/

13. ANTICARIATUL NOU

http://www.anticariatulnou.ro

14. ANTICARIAT NOU

https://anticariatnou.wordpress.com/

15.OKAZII

https://www.okazii.ro/cart?step=0&tr_buyerid=6092150

16. ANTIKVARIUM.RO

http://antikvarium.ro

17.ANTIKVARIUS.RO

https://www.antikvarius.ro/

18. ANTICARIAT URSU

https://anticariat-ursu.ro/index.php?route=common/home

19.EDITURA TEORA - UNIVERSITAS

http://www.teora.ro/cgi-bin/teora/romania/mbshop.cgi?database=09&action=view_product&productID=%20889&category=01

20. EDITURA SPANDUGINO

https://edituraspandugino.ro/

21. FILATELIE

 http://www.romaniastamps.com/

22 MAX

http://romanianstampnews.blogspot.com

23.LIBREX

https://www.librex.ro/search/editura+polirom/?q=editura+polirom

24. LIBMAG

https://www.libmag.ro/carti-la-preturi-sub-10-lei/filtre/edituri/polirom/

25. LIBRIS

https://www.libris.ro/account/myWishlist

26. MAGIA MUNTELUI

http://magiamuntelui.blogspot.com

27. RAZVAN CODRESCU
http://razvan-codrescu.blogspot.ro/

28.RADIO ARHIVE

https://www.facebook.com/RadioArhive/

29.IDEEA EUROPEANĂ

https://www.ideeaeuropeana.ro/colectie/opere-fundamentale/

30. SA NU UITAM

http://sanuuitam.blogspot.ro/

31. CERTITUDINEA

www.certitudinea.com

32. F.N.S.A

https://www.fnsa.ro/products/4546-dimitrie_cantemir_despre_numele_moldaviei.html

Anunturi

Licenţa Creative Commons Această retea este pusă la dispoziţie sub Licenţa Atribuire-Necomercial-FărăModificări 3.0 România Creativ

Note

Hoffman - Jurnalul cărților esențiale

1. Radu Sorescu -  Petre Tutea. Viata si opera

2. Zaharia Stancu  - Jocul cu moartea

3. Mihail Sebastian - Orasul cu salcimi

4. Ioan Slavici - Inchisorile mele

5. Gib Mihaescu -  Donna Alba

6. Liviu Rebreanu - Ion

7. Cella Serghi - Pinza de paianjen

8. Zaharia Stancu -  Descult

9. Henriette Yvonne Stahl - Intre zi si noapte

10.Mihail Sebastian - De doua mii de ani

11. George Calinescu Cartea nuntii

12. Cella Serghi Pe firul de paianjen…

Continuare

Creat de altmariusclassic Dec 23, 2020 at 11:45am. Actualizat ultima dată de altmariusclassic Ian 24, 2021.

© 2024   Created by altmarius.   Oferit de

Embleme  |  Raportare eroare  |  Termeni de utilizare a serviciilor