cultură şi spiritualitate
უსაფრთხო და ეკომეგობრული მოგზაურობა სვანეთში
ყველა მოგზაური, რომელიც საქართველოში შემხვედრია, სულ იმას მეუბნებოდა, რომ სვანეთში აუცილებლად წავსულიყავი. აქამდე ამ კუთხეს მხოლოდ ისტორიებით ვიცნობდი, თანაც ყველა ამ ისტორიას ერთნაირი დასასრული ჰქონდა – შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე სვანეთის სილამაზე, ის თავად უნდა იხილო. სვანი ბებიების მოყოლილი ზღაპრების მიხედვით იქაური მთები ვეებერთელა დევკაცების თავშესაფარია, სადაც დაუჯერებელი ამბები ხდება. რა თქმა უნდა, მეც ყოველთვის მინდოდა სვანეთის ნახვა და იმ ჯადოსნური მხარის გაცნობა, რომლის შესახებაც მთელი ცხოვრება მესმოდა.
ერთ მშვენიერ დღეს, National Geopgrahic – საქართველომ Volvo-სგან მიიღო შეთავაზება, მათი ფლაგმანი მანქანით, Volvo XC90 Recharge-ით მოევლო სვანეთი და მოემზადებინა სტატია, რომელსაც ახლა კითხულობთ. გადაწყდა, რომ ავტორი მე ვიქნებოდი, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გუნდის სხვა წევრებთან ერთად წავიდოდი კუთხეში, რომელშიც ჯერ არ ვყოფილვარ, თანაც იმ მანქანით, რომელშიც არასოდეს ვმჯდარვარ.
26 დეკემბერს, დილის რვა საათზე მესტიისკენ გავეშურეთ. მანქანის სარკეში თბილისის თავზე ლაჟვარდისფერი განთიადი ჩანდა, რაც ჩემი გამოცდილებით ყოველთვის კარგის ნიშანია.
ავტობანზე გასვლისთანავე მოლოდინის რეჟიმი ჩაგვერთო; ერთი სული გვქონდა, როდის ჩავიდოდით სვანეთში და ვიხილავდით თოვლით დაფარულ ცნობილ მწვერვალებს. რაღაც მომენტში გზა ერთფეროვანი გახდა და ყურადღება მანქანის ინტერიერზე გადმოვიტანე. შევნიშნე, რომ Volvo ცდილობს ფეხი აუწყოს XXI საუკუნის გამოწვევებს და მაქსიმალურად ეკომეგობრული პროდუქტი შექმნას. შიდა სივრცე საკმაოდ დიდია, სავარძელი ჩემს გემოზე მოვიწყვე და ცოტა ხანს დაძინება გადავწყვიტე – „ძილის ტესტს“ ყველა მანქანას ვუტარებ, რომ გავიგო, რამდენად კომფორტულია ის.
პირველად თვალები რიკოთზე გავახილე, საცობი იყო და ყველა მხრიდან დამდნარი, ჭუჭყიანი თოვლი გვესხმებოდა. ამან დიდად არ დამაინტერესა და ძილი გავაგრძელე. შემდეგ ჯერზე რომ გამომეღვიძა, მანქანის ძრავის ხმა საერთოდ არ მესმოდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ მანქანა მიდიოდა. სანდროს (ჩვენი მეგზური და Volvo-ს წარმომადგენელი) ვკითხე, რა ხდება-მეთქი და მიპასუხა, მთელი ზუგდიდი ისე გავიარეთ, რომ ბუნებაში ნახშირბადის კვალი საერთოდ არ დაგვიტოვებიაო. თურმე, მანქანა დამუხტვადი ჰიბრიდია და 55 კილომეტრის გავლა ისე შეუძლია ბატარეის ხარჯზე, რომ შიგაწვის ძრავას საერთოდ არ იყენებს.
https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/02/IMG_4944-1-300x169.jpg 300w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/02/IMG_4944-1-768x43... 768w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/02/IMG_4944-1-1536x8... 1536w, https://nationalgeographic.ge/app/uploads/2022/02/IMG_4944-1.jpg 1920w" sizes="(max-width: 1024px) 100vw, 1024px" />ამასობაში, სწორ გზაზე, მეგრული ოდების ფონზე სვანეთის მთები გამოჩნდა. ნელ-ნელა მივუახლოვდით მიხვეულ-მოხვეულ სერპანტინს. გარეთ აცივდა. ბევრი გვირაბი გავიარეთ. თითოეულ მათგანში ეშვებივით ჩამოშვებული ვეებერთელა ლოლოები ეკიდა, რომლებიც ერთდროულად მომხიბვლელებიც იყვნენ და საშიშნიც. მანქანის გაჩერება და ფოტოების გადაღება მომინდა, მაგრამ იდეა მალევე უარვყავი, რადგანაც ერთი მოწყვეტილი ლოლოც კი სავალალო შეიძლებოდა გამხდარიყო. გზაზე კლდეებიდან ჩამოშლილი ქვებიც ეყარა; ზოგი იმოდენა იყო, ლოდსაც უწოდებდა ადამიანი. წარმოვიდგინე, რომ შეიძლებოდა რომელიმე ქვა ან ლოდი მანქანას დასცემოდა და სანდროსთან გადავამოწმე ჩვენი უსაფრთხოების ხარისხი. სანდრომ მშვიდად მიპასუხა, რომ რადგანაც მინები ლამინირებული იყო, ხოლო მანქანის კორპუსი დამზადებულია ბორის შემცველი შენადნობით, ძალიან მტკიცე ფოლადით, ამიტომ შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი. ისედაც არ მინერვიულია დიდად. ზოგადად, Volvo-ს მთავარი მახასიათებელი სწორედ უსაფრთხოებაზე განსაკუთრებული ზრუნვაა. ბოლოს და ბოლოს, სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე იხსნა, სწორედ ამ კომპანიის ინჟინრის, ნილს ბოლინის გამოგონებაა. Volvo-მ სამწერტილოვანი უსაფრთოხების ღვედი 1959 წლიდან დანერგა წარმოებაში და პატენტი მსოფლიოს გადასცა, რათა ყველა მანქანის მწარმოებელს ესარგებლა უსაფრთხოების უნიკალური სისტემით.
ნაშუადღევს მესტიაში ჩავედით, სასტუმროში დავბინავდით და ვახშმის დროც მოგვიახლოვდა.. დიდი მთები ეფარებოდა მზეს, ამიტომ დაისი პირდაპირ არ ჩანდა, თუმცა თეთნულდის მწვერვალი სარკესავით ირეკლავდა მზის ვარდისფერ სხივებს და ეს სრულიად საკმარისი იყო ჩვენს მოსანუსხად.
მომდევნო ორი დღე სვანეთის თვალიერებაში გავატარეთ. მესამე დღეს საბაგირო გაიხსნა და ჩვენც სასწრაფოდ ჰაწვალისკენ გავეშურეთ, სვანეთის მთები უკეთ რომ დაგვენახა. რაც უფრო მაღლა ავდიოდით, თოვლის საფარი იმატებდა, ალაგ-ალაგ მოყინულიც იყო, თუმცა გაუვალი გზების რეჟიმის ჩართვისას მანქანის ოთხივე თვალი ამუშავდა და თოვლსა და ყინულს პრობლემა ჩვენთვის საერთოდ არ შეუქმნია. გზის ბოლო მონაკვეთი საბაგიროთი გავიარეთ და ჩვენ წინ სვანეთის მთების პანორამული ხედი გადაიშალა მედიდურად მდგარი უშბით. როდესაც ბუნების მსგავს შედევრებს ვუყურებ, სულ იმაზე ვფიქრობ, როგორები იქნებოდნენ და რას მეტყოდნენ, ლაპარაკი რომ შეძლებოდათ. ან მე რომ, მაგალითად, უშბა ან თეთნულდი ვყოფილიყავი, როგორი ვიქნებოდი? როგორია, როდესაც ასე მაღლა ხარ ყველაფრისგან და თან ამოდენა, როცა ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, იმდენად პატარა და უმნიშვნელოა შენთვის, რომ არც კი ფიქრობ მათზე. ალბათ, მე რომ სვანეთის რომელიმე მთა ვიყო, ჩემ გარშემო გამეფებულ სიჩუმესა და სიმშვიდეში ადამიანურზე არაფერზე ვიფიქრებდი. მგონია, რომ მეც სულ ჩუმად ვიქნებოდი, აუღელვებლად მდგარი უწყვეტი ჭვრეტით დაკავებული – ბუმბერაზი, ეს სიტყვა სულ პოეტებსა და მთებზე მახსენდება… ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ მოსაღამოვდა და ჩვენც მესტიისკენ ავიღეთ გეზი.
გზა მოყინული იყო, თუმცა მანქანის ხელოვნური ინტელექტი თვითონ ხვდებოდა, რა სიჩქარით ევლო და როდის დაემუხრუჭებინა, სანდროს მხოლოდ საჭის მართვა უწევდა, დანარჩენს ყველაფერს მანქანა წყვეტდა.
ვახშმის შემდეგ გასეირნება მომინდა. როგორც წესი, ასე ვიქცევი ახალ ადგილას ჩასული – უმისამართოდ ვსეირნობ და ვიკარგები. ჩემთვის ეს ახალი ადგილების შემეცნების გზაა. სიჩუმეში ჩაკარგულ ღამის მესტიას ალაგ-ალაგ აფხიზლებდა ძაღლების ყეფა. შორიახლოს მიმავალ ადამიანებსაც ვხედავდი, თუმცა ქუჩები მაინც ცარიელი იყო, იმდენად ჩუმი, რომ თითქოს ფიქრს მავალდებულებდა, როგორც უშბა და თეთნულდი – ცქერას. ამ სიცარიელესა და სიჩუმეში ორჯერ დავიკარგე, ყინულზეც ვისრიალე და როდესაც კიდურები ძალიან გამეყინა, სასტუმროში დავბრუნდი. ჩვენი იქ ყოფნა მესტიაში ენერგოპრობლემებს დაემთხვა და სასტუმროში არც შუქი დამხვდა და არც გათბობა. უცებ თავში გამიელვა, ჩვენს თბილ და კომფორტულ მანქანაში ხომ არ დავიძინო-მეთქი, მაგრამ მთელი ღამე ჩართულს ვერ დავტოვებდით, ამიტომ შუქის მოსვლის იმედით ჩაცმულმა დავიძინე.
29 დეკემბრის დილას თბილისის გზას გამოვუყევით; თეთნულდის მწვერვალი სისხლივით წითელ განთიადს ირეკლავდა და სვანეთს მისტიკურ ელფერს ჰმატებდა. სიცივის გამო ღამენათევს, მთელი გზა თბილად და უდარდელად მეძინა, რადგან ვიცოდი, რომ ვერც თოვლი და მოყინული გზა, ვერც გვირაბში ჩამოკიდებული ლოლოები და ვერც კლდიდან ჩამოყრილი ქვები და ლოდები დამაკლებდა რამეს.
Numar de steaguri: 273
Record vizitatori: 8,782 (3.04.2011)
16,676 (3.04.2011)
Steaguri lipsa: 33
1 stat are peste 700,000 clickuri (Romania)
1 stat are peste 100.000 clickuri (USA)
1 stat are peste 50,000 clickuri (Moldova)
2 state au peste 20,000 clickuri (Italia, Germania)
4 state are peste 10.000 clickuri (Franta, Ungaria, Spania,, Marea Britanie,)
6 state au peste 5.000 clickuri (Olanda, Belgia, Canada, )
10 state au peste 1,000 clickuri (Polonia, Rusia, Australia, Irlanda, Israel, Grecia, Elvetia , Brazilia, Suedia, Austria)
50 state au peste 100 clickuri
20 state au un click
1.EDITURA HOFFMAN
https://www.editurahoffman.ro/
2. EDITURA ISTROS
https://www.muzeulbrailei.ro/editura-istros/
3.EDITURA UNIVERSITATII CUZA - IASI
https://www.editura.uaic.ro/produse/editura/ultimele-aparitii/1
4.ANTICARIAT UNU
https://www.anticariat-unu.ro/wishlist
5. PRINTRE CARTI
6. ANTICARIAT ALBERT
7. ANTICARIAT ODIN
8. TARGUL CARTII
9. ANTICARIAT PLUS
10. LIBRĂRIILE:NET
https://www.librariileonline.ro/carti/literatura--i1678?filtru=2-452
https://www.librarie.net/cautare-rezultate.php?&page=2&t=opere+fundamentale&sort=top
14. ANTICARIAT NOU
https://anticariatnou.wordpress.com/
15.OKAZII
https://www.okazii.ro/cart?step=0&tr_buyerid=6092150
16. ANTIKVARIUM.RO
17.ANTIKVARIUS.RO
18. ANTICARIAT URSU
https://anticariat-ursu.ro/index.php?route=common/home
19.EDITURA TEORA - UNIVERSITAS
20. EDITURA SPANDUGINO
21. FILATELIE
22 MAX
http://romanianstampnews.blogspot.com
23.LIBREX
https://www.librex.ro/search/editura+polirom/?q=editura+polirom
24. LIBMAG
https://www.libmag.ro/carti-la-preturi-sub-10-lei/filtre/edituri/polirom/
https://www.libris.ro/account/myWishlist
http://magiamuntelui.blogspot.com
27. RAZVAN CODRESCU
http://razvan-codrescu.blogspot.ro/
28.RADIO ARHIVE
https://www.facebook.com/RadioArhive/
29.IDEEA EUROPEANĂ
https://www.ideeaeuropeana.ro/colectie/opere-fundamentale/
30. SA NU UITAM
31. CERTITUDINEA
32. F.N.S.A
https://www.fnsa.ro/products/4546-dimitrie_cantemir_despre_numele_moldaviei.html
Această retea este pusă la dispoziţie sub Licenţa Atribuire-Necomercial-FărăModificări 3.0 România Creativ
1. Radu Sorescu - Petre Tutea. Viata si opera
2. Zaharia Stancu - Jocul cu moartea
3. Mihail Sebastian - Orasul cu salcimi
4. Ioan Slavici - Inchisorile mele
5. Gib Mihaescu - Donna Alba
6. Liviu Rebreanu - Ion
7. Cella Serghi - Pinza de paianjen
8. Zaharia Stancu - Descult
9. Henriette Yvonne Stahl - Intre zi si noapte
10.Mihail Sebastian - De doua mii de ani
11. George Calinescu Cartea nuntii
12. Cella Serghi Pe firul de paianjen…
Creat de altmariusclassic Dec 23, 2020 at 11:45am. Actualizat ultima dată de altmariusclassic Ian 24, 2021.
© 2024 Created by altmarius. Oferit de
Embleme | Raportare eroare | Termeni de utilizare a serviciilor
Pentru a putea adăuga comentarii trebuie să fii membru al altmarius !
Alătură-te reţelei altmarius